მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნული ბანკის სცენარი ინფლაციის დამატებითი ზრდის პირობებში რეფინანსირების განაკვეთის ზრდას ითვალისწინებს

ნათია თურნავა ეროვნული ბანკი

საქართველოში 5.2%-მდე გაზრდილი ინფლაციის მიუხედავად, 5 ნოემბრის სხდომაზე ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, სებმა გამოაქვეყნა მონეტარული პოლიტიკის ანგარიში, სადაც განხილულია თუ რა იქნება სების პასუხი ინფლაციის შემდგომი ზრდის პირობებში.

ანგარიშში ცენტრალური სცენარის პირობებში 2025 წლის მეოთხე კვარტალის საშუალო ინფლაციად 5% არის მითითებული, რაც 2026 წლის პირველ კვარტალში 4.3%-მდე მცირდება, ხოლო 2026 წლის მეორე კვარტალში კი დამატებით 3.6%-მდე. აღნიშნული სცენარის რეალიზების პირობებში სები რეფინანსირების განაკვეთს 2025 წლის მეოთხე კვარტალში 8%-ზე ინარჩუნებს, 2026 წლის პირველ კვარტალშიც 8%-ზე, ხოლო 2026 წლის მეორე კვარტალიდან მას 7.8%-მდე ამცირებს.

რაც შეეხება მაღალინფლაციურ სცენარს, ამ სცენარში 2025 წლის მეოთხე კვარტალში საშუალო ინფლაცია არის 5.2%, რის პირობებშიც სები რეფინანსირების განაკვეთს 8.4%-მდე ზრდის, ამ სცენარით, 2026 წლის პირველ კვარტალში ინფლაცია 5.1% იქნება, თუმცა სები რეფინანსირების განაკვეთს დამატებით 8.7%-მდე ზრდის, მეორე კვარტალში კი 8.8%-მდე, ხოლო აღნიშნულ პერიოდში ინფლაცია 4.7%-მდე მცირდება.

შესაბამისად, თუკი 2025 წლის ბოლომდე თუკი ინფლაცია 5.2%-ზე მაღლა შენარჩუნდა, არსებობს ალბათობა, სებმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდოს.

ინფლაციის და რეფინანსირების განაკვეთის პროგნოზი მაღალინფლაციური სცენარით:

პერიოდი ინფლაცია რეფინანსირების განაკვეთი
2025 კვ4 5.20% 8.40%
2026 კვ1 5.10% 8.70%
2026 კვ2 4.70% 8.80%
2026 კვ3 4.50% 8.70%
2026 კვ4 3.70% 8.40%
2027 კვ1 3.00% 8.00%
2027 კვ2 2.70% 7.80%
2027 კვ3 2.60% 7.70%
2027 კვ4 2.70% 7.60%
2028 კვ1 2.80% 7.50%
2028 კვ2 2.90% 7.50%
2028 კვ3 2.90% 7.50%

ინფლაციის და რეფინანსირების განაკვეთის პროგნოზი სებ-ის ცენტრალური სცენარით:

პერიოდი ინფლაცია რეფინანსირების განაკვეთი
2025 კვ4 5.00% 8.00%
2026 კვ1 4.30% 8.00%
2026 კვ2 3.60% 7.80%
2026 კვ3 3.30% 7.50%
2026 კვ4 2.70% 7.40%
2027 კვ1 2.60% 7.30%
2027 კვ2 2.70% 7.20%
2027 კვ3 2.80% 7.20%
2027 კვ4 2.90% 7.10%
2028 კვ1 3.00% 7.10%
2028 კვ2 3.00% 7.10%
2028 კვ3 3.00% 7.10%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები