მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტად პაპუნა ლეჟავა დაინიშა

5c4eacc3983ab
BM.GE
28.01.19 11:12
1645

საქართველოს ეროვნულ ბანკს ახალი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს. სებ-ის საბჭოს გადაწყვეტილებით, ეს თანამდებობა პაპუნა ლეჟავამ დაიკავა.  

2018 წლის 13 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა 7 წლის ვადით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პაპუნა ლეჟავა აირჩია.

სებ-ის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, ვიცე-პრეზიდენტებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, თანამდებობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ნიშნავს.

ცნობისთვის, პაპუნა ლეჟავა 2015 წლიდან ვაშინგტონში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში მუშაობდა. 2013-2015 წლებში იგი მსოფლიო ბანკის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი იყო, 2010-2013 წლებში კი საქართველოს ეროვნულ ბანკში სხვადასხვა პოზიციებს იკავებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები