მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ეროვნული ბანკისგან უფრო გაბედულ ნაბიჯებს ველოდებით”-საბანკო ასოციაცია

6495b8aea6127
ანუკა ჯოხაძე
24.06.23 00:15
759
სტატიაში საუბარია:

ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა და ახლა, ახალი სტატუსით აგრძელებს საქმიანობას. საინტერესოა, რა მოლოდინები აქვთ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისგან, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ კერძო სექტორს სულ სხვა რანგში ეკონტაქტებოდა.

ბიზნესის ნაწილი ეროვნული ბანკისგან უფრო გაბედული ნაბიჯებს ელოდება. საბანკო ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ სავარაუდოდ ნათია თურნავას სექტორთან შეხვედრა ექნება, სადაც უფრო მკაფიო იქნება ის ნაბიჯები, რომლის გადადგმასაც ის გეგმავს.

“ჩვენ ველოდებით უფრო გაბედულ ნაბიჯებს როგორც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთან დაკავშირებით ასევე ველოდებით უფრო თამამ ნაბიჯებს მათ შორის იმ დროებითი რეგულაციების შესახებ.

მათ შორის ეს იქნება სამომხმარებლო სესხების ვადიანობა თუ სხვა გადაწყვეტილებები, რომელიც უშუალოდ იყო მიმართული როგორც ინფლაციის მაჩვენებლის შენელებისკენ და შემცირებისკენ ასევე მნიშვნელოვანი არის გადაწყვეტილებები ლარიზაციის პროცესთან მიმართებაში. ამ თვალსაზრისით ველოდებით უფრო აქტიურ მუშაობას და ამ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში თამამ ნაბიჯებს,”-ამბობს ალექსანდრე ძნელაძე.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის 9 წევრიან საბჭოში 7 წევრია, საიდანაც 22 ივნისის გადაწყვეტილების შემდეგ უკვე 4 ვიცე პრეზიდენტია. ამ დრომდე საბჭოში ორი ვაკანტური ადგილი რჩება.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები