მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული გალერეა ტემპერატურისა და ტენიანობის პარამეტრების დაცვის პრობლემების გამო, დროებით დაიხურა

ეროვნული მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ეროვნული გალერეის დროებით დახურვის შესახებ იტყობინება. შესაბამისი განცხადება მუზეუმმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც განცხადებიდან ირკვევა, მიზეზი საგამოფენო დარბაზებში ტემპერატურისა და ტენიანობის დადგენილი პარამეტრების დაცვასთან დაკავშირებული პრობლემებია.

"ტექნიკური ხასიათის პრობლემების გამო შეუძლებელი გახდა საგამოფენო დარბაზებში ტემპერატურისა და ტენიანობის დადგენილი პარამეტრების დაცვა, რის გამოც დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ვიზიტორთათვის დაიხურება მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, გალერეაში ექსპონატთა რაოდენობა 30 000-ია. გალერეის ფონდებში დაცულია თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების (ფერწერა, გრაფიკა, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება) ნიმუშები, მათ შორის: ელენე ახვლედიანის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, სერგო ქობულაძის, ზურაბ ნიჟარაძის, ედმუნდ კალანდაძის, თენგიზ მირზაშვილის, დიმიტრი ერისთავის, მერაბ ბერძენიშვილის, ელგუჯა ამაშუკელის, ირაკლი ფარჯიანის, გია ბუღაძის, გია გუგუშვილის, ირაკლი სუთიძის, ლევან ლაღიძის, ნანა ჭურღულიას, გოგი წერეთლისა და სხვათა ნამუშევრები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები