მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება ხვალ დაიწყება

ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება ხვალ დაიწყება
BM.GE
31.07.23 13:10
11

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგის გამოქვეყნებით, ხვალ, პირველი აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყება.

ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

"საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება. განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად და აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაასაჩივრონ როგორც ერთი ან რამდენიმე დავალება, ასევე მთლიანი ტესტი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება მათ აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ", - იტყობინება გამოცდების ეროვნული ცენტრი.