მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმა

BM.GE
30.12.22 19:41
538
დღეს ვისაუბრებთ ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის შესახებ, რომელიც ორმა ორგანიზაციამ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა – GSAC–მა და ანალიტიკურმა ორგანიზაციამ – GEOCASE–მა ჩამოაყალიბეს და რომლის მთავარი იდეაც ის არის, რომ დიალოგი დაიწყოს გამაერთიანებელ თემებთან დაკავშირებით და ამასთან, დამკვიდრდეს უთანხმოების კულტურაც.


პლატფორმის პროექტი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ინიციატივის მიზანია, ხელი შეუწყოს საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებას და შექმნას საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული მრავალმხრივი თანამშრომლობის პლატფორმა, თავდაპირველად სამოქალაქო საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებში, ხოლო შემდეგ ეტაპზე ფართო საზოგადოებაში.

ეს პროექტი დანახულია, როგორც საზოგადოებაში პოლარიზაციის დონის შემცირების შესაძლებლობა, რომ განსხვავებული აზრის მქონე მხარეებმა, ხშირად დაპირისპირებულმა მხარეებმა მოძებნონ ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო საერთო ხედვა და რესურსი.

ანალიტიკა–ს ყურადღება ბიზნესმედიის სპეციფიკიდან გამომდინარე განსაკუთრებით მიიქცია, რამდენიმე პუნქტმა ეროვნული თანხმობის დეკლარაციიდან – კერძოდ, დეკლარაციაში წერია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე აუცილებელია ევროკავშირის მიერ დაწესებული 12 პირობის შესრულება და რომ ამ შანსის ხელიდან გაშვება მხოლოდ დაგვაშორებს ევროკავშირში ინტეგრაციის ახლო პერსპექტივას; ასევე თანხმობაა იმის გარშემო, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს გახსნილი საბაზრო ეკონომიკის მშენებლობა და უზრუნველყოს ეკონომიკის ისეთი სექტორების სწრაფი განვითარება, რაც გამოიწვევს კეთილდღეობის გაზრდას თითოეული მოქალაქისთვის. ცალკეა გამოყოფილი – განათლების და ჯანდაცვის სფეროები. განათლების მხარეს პრიორიტეტია ყველა საფეხურის რეფორმირება; ჯანდაცვის მხარეს პრიორიტეტია ხარისხი და ხელმისაწვდომობა. ხაზგასმულია სამართლიანი და მიზნობრივი სოციალური დაცვის პოლიტიკის საჭიროებაც. სასამართლოს დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლება, დეოკუპაცია – დეკლარაციაში ხვდება პრაქტიკულად ყველა ის პუნქტი, რაც გამართული დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.

სტუმრები: ვიქტორ ყიფიანი - GEOCASE-ის დამფუძნებელი;

ნოდარ ხარშილაძე - GSAC-ის დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები