მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრთა შემადგენლობას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი დაემატა

6386233ea8bc9
BM.GE
29.11.22 19:20
637
პარლამენტმა მესამე მოსმენით 74 ხმით მიიღო „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა განმარტა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრთა შემადგენლობას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ემატება.

„კანონპროექტს მესამე მოსმენით ცვლილება არ განუცდია და ისეთივე სახითაა წარმოდგენილი, როგორც მეორე მოსმენისას“, - განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები