მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნულმა ბანკმა 2017 წელს 11 164 ყალბი ბანკნოტი გამოავლინა

5ae869dd5a4f1
BM.GE
01.05.18 17:21
1082
ეროვნულ ბანკში შესამოწმებლად შესული ბანკნოტების აბსოლუტური უმრავლესობა ყალბი აღმოჩნდა. ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ 13 353 საეჭვო ბანკნოტიდან, 11 164 ყალბი იყო. აღსანიშნავია, რომ ყალბი ბანკნოტებიდან 10 162 ლარის ბანკნოტები და მონეტებია, 629 აშშ დოლარი, 188 ევრო, ხოლო 185 სხვა უცხოური ვალუტა. ეროვნული ვანკის 2017 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გამოვლენილი ლარის ყალბი ბანკნოტების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით 1,4% -ითაა შემცირებული, ხოლო ყალბი დოლარის რაოდენობამ კი 11%-ით იკლო. თუმცა 62%-ითაა გაზრდილი ევროს ყალბი ბანკნოტების რაოდენობა. ასეთივე მზარდი ტენდენციაა, სხვა უცხოური ვალუტის გაყალბების კუთხითაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები