"კურსზე გავლენას ახდენს საგარეო გლობალური შოკები, პოლიტიკური მდგენელი, მთავრობის ქცევა - სხვა რაიმე ფაქტორი, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ლარის კურსზე, არ არსებობს“, - აცხადებს „ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას ბანკების ასოციაციის თავმჯდომარე ზურაბ გვასალია. მისი თქმით, შოკები და პოლიტიკური მდგენელი მოხსნილია.
"რაც შეეხება მთავრობას - მე არასდროს ვიყავი ხარჯების შემცირების მომხრე, ამას აქვს ძალიან დიდი უკუეფექტი. მე არ მაქვს საუბარი იმაზე, რომ რაღაც ფუფუნებაზე უნდა დაიხარჯოს თანხები.
ეროვნული ბანკის მოვლაეობა არის ის, რომ მოახდინოს ჩარევები სავალუტო ბაზარზე. ჩვენ ვიცით, რომ დიდი რაოდენობით ვალუტა შეისყიდა ეროვნულმა ბანკმა და ახლა სწორედ ეს ვალუტა გამოაქვს ბაზარზე. ამაში ვერანაირ კატასტროფას ვერ ვხედავ. გრძელვადიან პერიოდში არანაირი რყევა მოსალოდნელი არაა, მაგრამ მოკლევდიან პერიოდში - იქნება", - განაცხადა გვასალიამ.

























