ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პროგნოზი 4.8%-მდე გაიზარდა.
„ ის მაჩვენებლები რომელიც წელს ფიქსირდება მიანიშნებს იმისკენ რომ მაღალი ზრდა არის მოსალოდნელი. პირველ კვარტალში ზრდა 5.2% იყო. ეს მნიშვნელოვანწილად უკავშირდება საგარეო სექტორის პოზიტიურ ტენდენციებს. 2018 წელს იზრდება ექსპორტი, ამავე დროს მაღალია ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი. წინა წელთან შედარებით იმპორტიც უფრო მაღალი ტემპით იზრდება“, - ამბობს კობა გვენეტაძე.