მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნულმა ბანკმა ლარში ფასდადების საკითხზე ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

589dd2961f868
BM.GE
10.02.17 18:46
2353
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. კერძოდ, შეხვედრას ესწრებოდნენ შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი.

როგორც შალვა ალავერდაშვილი ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას განმარტავს, შეხვედრის მთავარი თემა რეკლამის შესახებ კანონში ცვლილებები იყო, რომლის მიხედვითაც, 1 ივლისიდან ნებისმიერი საქონლისა და მომსახურების ფასის გამოქვეყნების ვალდებულება ლარში იქნება.

როგორც ალავერდაშვილი აცხადებს, შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ ხელშეკრულების გაფორმება ნებისმიერ ტურისტულ კომპანიას იმ ვალუტაში შეეძლება, რომელშიც სურს.

"ყველაზე მეტი ნერვიულობა ტურისტულ კომპანიებს და სფეროს წარმომადგენლებს გვქონდა იმაზე, თუ რა ბედი ეწეოდა ხელშეკრულებებს, საზღვარგარეთიდან მოსულ ტურისტების შემთხვევაში, რომელთანაც გრძელვადიანი ხელშეკრულება გვაქვს. ძალიან კარგია, რომ ხელშეკრულებაში ფასი შეგვიძლია დავაფიქსიროთ იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც გვსურს", - განაცხადა ალავერდაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები