მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულმა ბანკმა მაისში Bmatch პლატფორმით რეკორდული $633 მილიონი შეისყიდა

დოლარი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მაისის განმავლობაში Bmatch პლატფორმით შესყიდული აშშ დოლარის მოცულობის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მაისში შესყიდვებმა რეკორდული 632.9 მილიონი დოლარი შეადგინა. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით გასულ თვეში სავალუტო რეზერვები 536 მილიონი დოლარით გაიზარდა და მან რეკორდულ 7 მილიარდ დოლარს მიაღწია. ჯამში კი 2026 წლის იანვარ-მაისში ეროვნულმა ბანკმა 1.46 მილიარდი დოლარი შეისყიდა.

2026 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:

  • იანვარი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 86.6 მლნ აშშ დოლარი
  • თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 429.3 მლნ აშშ დოლარი
  • მარტი - Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 16.2 მლნ აშშ დოლარი
  • აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 333.3 მლნ აშშ დოლარი
  • მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 632.9 მლნ აშშ დოლარი

"საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის,"- მიუთითებს ეროვნული ბანკი.

ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს სავალუტო რეზერვები 2.4 მილიარდი დოლარით, ანუ 53%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები