დღეიდან ეროვნული ბანკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული საინვესტიციო ინსტრუმენტის - ოქროს სერტიფიკატების და ოქროს ზოდების გაყიდვას იწყებს. ოქროს სერტიფიკატი ოქროთი უზრუნველყოფილი უპროცენტო ფასიანი ქაღალდია, რომელიც ელექტრონული ფორმით არსებობს. ის გამყარებულია სერტიფიკატის ნომინალის იდენტური წონის ოქროს ზოდებით, რომელიც ეროვნული ბანკის საცავში ინახება. სერტიფიკატის მფლობელს შეუძლია სერტიფიკატის როგორც მეორად ბაზარზე გაყიდვა, ასევე მისი განაღდება და ეროვნული ბანკის საცავიდან კუთვნილი ოქროს ზოდის მიღება. რა მოცულობის ოქროს სერტიფიკატებს და ზოდებს გამოიტანს სებ-ი ბაზარზე?
სტუმარი: გიორგი ლალიაშვილი - ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსი;