მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულმა ბანკმა Paysera საქართველოს სესხების გაცემა კიდევ რამდენიმე თვით შეუზღუდა

63f77f11b863c
BM.GE
23.02.23 19:11
1360
2022 წლის 17 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში პირველი ციფრული ბანკის Paysera-ს საბანკო ლიცენზია გასცა. საბანკო ლიცენზიის პირობების მიხედვით, ბანკს არსებობის პირველი 4 თვის განმავლობაში რეალურ კლიენტებზე სესხების გაცემა შეზღუდული ჰქონდა.

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას მიერ ხელმოწერილი განკარგულება, რომლითაც Paysera-ს რეალურ კლიენტებზე სესხის გაცემა ლიცენზიის აღებიდან 7 თვის განმავლობაში შეეზღუდა. შესაბამისად, ბანკი რეალურ კლიენტებს 2023 წლის ივნისამდე ვერ მოემსახურება.

“შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ თანხმობის გაცემამდე სს „პეისერა საქართველოს“ შეეზღუდოს ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან 7 (შვიდი) თვის მანძილზე რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება.“.

,,სს „პეისერა საქართველოსთვის“ (ს/ნ: 402204841) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2022 წლის 17 ნოემბრის Nº465 განკარგულების სხვა პუნქტები დარჩეს უცვლელი.

ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში,”- ნათქვამია სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებაში.

ბანკის გენერალური დირექტორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილია.

ბიზნესრეესტრის მიხედვით, სს „პეისერა საქართველოს“ მეწილეების სტრუქტურა ასეთია: ირაკლი ვეკუა - 10%; 10%-იანი წილის მფლობელია დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ამავდროულად ბანკის გენერალური დირექტორია. 10%-იანი მეწილეა ივანე თევდორაშვილი, ხოლო მინდია საბანაძე და ზაზა ბუაძე კი, შესაბამისად, 37,5% და 32,5%-ის მფლობელები არიან. ამასთან, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოშია ირაკლი თევდორაშვილიც, რომელიც "პალიტრა ჰოლდინგის" ერთ-ერთი დამფუძნებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები