მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულმა ბანკმა "პეივ ჯორჯიას" ციფრული ბანკის ლიცენზია მიანიჭა

სები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების გათვალისწინებით, სს "პეივ ჯორჯიაზე" საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა. შედეგად საქართველოს საფინანსო სისტემას მეჩვიდმეტე კომერციული ბანკი შეემატა.

სს "პეივ ჯორჯიას" ბიზნეს მიმართულება ციფრულ ბანკად ფუნქციონირებაა, რომელიც აპირებს ფინანსური პროდუქტების გაერთიანებას და მათ ციფრულ აქტივებთან და ანგარიშების პროგრამირებადობასთან დაკავშირებას. ბანკი მიზნად ისახავს მოემსახუროს ტექნოლოგიურად განვითარებულ კომპანიებს.

საქართველოში ციფრული ბანკის მოდელის განვითარებით ეროვნული ბანკი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ინოვაციური ბიზნეს მოდელების განვითარებას, ფინანსური პროდუქტების მრავალფეროვნებას, მომხმარებლის გარშემო არსებულ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე მორგებული, მოხერხებული, სწრაფი და ხელმისაწვდომი ციფრული ფინანსური ეკოსისტემის განვითარებას, ახალი ტექნოლოგიური მოთამაშეების შემოსვლას და კონკურენციის გაზრდას საფინანსო სექტორში.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების თანახმად, აპლიკანტის ბიზნეს მოდელისა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების შემდგომ, საბანკო ლიცენზია გარკვეული შეზღუდვებით გაიცემა, ხოლო ციფრული ბანკის სრულად გამართვისა და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნის ეტაპობრივად შევსებისთვის შესაბამისი ვადა განისაზღვრება.

სს "პეივ ჯორჯიას" დამფუძნებლებად გვევლინებიან ფინანსურ სექტორში ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი სართაშორისო გამოცდილების მქონე აქციონერები. სხვადასხვა დროს ისინი მუშაობდნენ ისეთ კომპანიებსა და ორგანიზაციებში, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, Monzo ბანკი, HSBC, Carta Worldwide, ფინტექ კომპანია Big Pay, BT Group და სხვა.

გარდა ამისა, მათ საქმიანი ურთიერთობა აკავშირებთ ისეთ მსხვილ და ცნობილ ფონდებთან, როგორებიცაა Quona Capital, FT Partners, BR Capital, w3.Fund და სხვა ენჯელ ინვესტორები.

აღნიშნული ფაქტი დადებითი ფაქტორია ბანკისთვის და მთლიანად ქართული საფინანსო სექტორისათვის.

სს "პეივ ჯორჯია" საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან 7 თვის მანძილზე სატესტო რეჟიმში იმუშავებს და რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება შეზღუდული ექნება. საბანკო საქმიანობების რეალურ რეჟიმში განხორციელების უფლებამისილების მინიჭება, სალიცენზიო მოთხოვნების შესრულების კვალდაკვალ და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე, ეტაპობრივად მოხდება.

თითოეული ეტაპის ვადები და ნებადართული საქმიანობების ჩამონათვალი შესაძლოა შეიცვალოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შესაბამისად.

ბანკის ამონაწერის თანახმად, მისი განთავსებული კაპიტალია 5 მილიონი ლარია და ის 2023 წლის მარტში დაფუძნდა. ბანკის დირექტორთა საბჭოს შემადგენლობა ასეთია:

  • გენერალური დირექტორის მოადგილე - დმიტრი ბოჩაროვ, სადამფუძნებლო შეთანხმებით განსაზღვრული რისკების დირექტორი;
  • გენერალური დირექტორის მოადგილე - საიმონ ჯეიმს ვანს-კოლინა , ავსტრალია, სადამფუძნებლო შეთანხმებით განსაზღვრული ტექნოლოგიური დირექტორი;
  • გენერალური დირექტორი - ომარ-სალიმ დანანი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო.

ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა კი ასეთია:

  • თავმჯდომარე/წევრი: ეინურ ბუტია, 22LC08234 /საფრანგეთი/ (დამოუკიდებელი წევრი)
  • წევრი: რეიჩელ მარინ ფრიმენ, 566978870 /აშშ/ (დამოუკიდებელი წევრი)
  • წევრი: კახაბერ კიკნაველიძე, 01018000767 /ორმაგი მოქალაქე საქართველო, დიდი
    ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო/ (დამოუკიდებელი წევრი)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები