საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბროკერო კომპანია „ქართუ ბროკერი“1 000 ლარით დააჯარიმა.
სების ცნობით, ჯარიმის დაკისრების მიზეზი „საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესით“ გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა გახდა. კერძოდ, კომპანიამ დადგენილ ვადაში ვერ წარადგინა კალენდარული წლის აუდიტირებული წლიური ფინანსური ანგარიშგება.
სანქცია გამოყენებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს ფულად ჯარიმებს ფასიანი ქაღალდების, ბუღალტრული აღრიცხვისა და ფულის გათეთრების აღკვეთის შესახებ რეგულაციების დარღვევისთვის.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, "ქართუ ბროკერის" წილის 100%-ს ბანკი ქართუ ფლობს.

























