საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით შეამცირა. შედეგად, რეფინანსირების განაკვეთი 10 პროცენტს შეადგენს. სებ-ის განმარტებით ინფლაციის კლებადი ტენდენცია ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკის შემცირების შესაძლებლობას იძლევა, თუმცა პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, ცენტრალური ბანკი განმარტავს, რომ ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა ფრთხილი ბიჯებით გაგრძელდება. რამდენად ეთანხმება სების პოლიტიკას ფინანსთა სამინისტრო და რა შენიშვნები აქვს ოპოზიციას ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკაზე,