ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის ინფლაციის პროგნოზი 1.9%-მდე გაზარდა, რაც სებ-ის წინა პროგნოზთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით მეტია. ეროვნული ბანკის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ ინფლაცია სამიზნე 3%-ზე დაბლა ნარჩუნდება, გაზრდილია მასზე მოქმედი ნეგატიური ფაქტორები, აღნიშნულიდან გამომდინარე კი ინფლაციის მოლოდინი მცირედით გაიზარდა. დღესვე ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო. რა არგუმენტებით შეინარჩუნა მარეგულირებელმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, როგორია ინფლაციასთან მიმართებაში მოლოდინები და კიდევ რა საკითხებზე გააკეთა დღეს აქცენტი ნათია თურნავამ?