მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე დატოვა - რა რისკებს ხედავს სებ-ი?

ეროვნულმა ბანკმა მორიგ ჯერზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა. სებ-ი აღნიშნავს, რომ 2024 წლის დეკემბერში საქართველოში მიზნობრივ 3%-ზე დაბალი 1.9%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა, ხოლო 2025 წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელია, რომ ინფლაციამ წლიურ 3%-ს გადააჭარბოს, თუმცა შემდგომ წლის ჭრილში მაინც 3%-ის მიდამოში დასტაბილურება. თუმცა მაღალი გაურკვევლობის პირობებში, ეროვნული ბანკი მაღალინფლაციურ სცენარსაც განიხილავს, სადაც ინფლაციური წნეხი მზარდია. ეკონომისტების ნაწილი კი ამბობს, რომ შექმნილ არასტაბილურ ვითარებაში პესიმისტური სცენარის განვითარების ალბათობა მაღალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები