ეროვნულმა ბანკმა “სილქ ბანკი” დააჯარიმა.
ეს პირველი შემთხვევაა 2025 წლის იანვრიდან, როდესაც AML / CFT ზედამხედველობის ფარგლებში კომერციული ბანკის დაჯარიმება მოხდა. სებ-მა იანვარში 3 ბანკი დააჯარიმა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, “სილქ ბანკს” 20 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა. მიზეზი შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 4 შემთხვევა გახდა.
აღსანიშნავია, რომ წელს, "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე 4 კომერციული ბანკია დაჯარიმებული. მათ შორის, სამი: “პეისერა ბანკი საქართველოს”, “ზირაათ ბანკი” და “იშ ბანკი საქართველო” იანვარში დაჯარიმდნენ. ჯამში ოთხივე კომერციული ბანკისთვის დაკისრებული ჯარიმის მოცულობა 116 000 ლარია. 2024 წელს კი, სებ-მა სულ 2 ბანკი დააჯარიმა, საქართველოს ბანკი და ბაზისბანკი. მათთვის დაკისრებული ჯამური ჯარიმა 127 800 ლარი იყო.




























