მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულმა ბანკმა წელს Bmatch-ით უფრო მეტი დოლარი შეისყიდა, ვიდრე გაყიდა - ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

"ეროვნულ ბანკს მიმდინარე წელს სავალუტო რეზერვები უფრო მეტი აქვს შევსებული, ვიდრე აქვს დახარჯული"- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, აგვისტოში სებ-მა 41 მილიონი დოლარი შეისყიდა, მთლიანად 2024 წლის განმავლობაში კი შესყიდვებმა 329 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო გაყიდვები 51.1 მილიონი დოლარი იყო. თუმცა, წელს სებ-მა სავალუტო აუქციონების მეშვეობით 168.8 მილიონი დოლარი გაყიდა, შესაბამისად, სებ-ის მიერ განხორციელებული ჯამური გაყიდვები 219.9 მილიონი დოლარი იყო, შესაბამისად წელს სებ-მა 109 მილიონი დოლარით მეტი შეიძინა, ვიდრე გაყიდა.

Bmatch პლატფორმით განხორციელებული ოპერაციების შესახებ დღეს კომენტარი გააკეთა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ გზით განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია დამალული არ არის და ის სებ-ის მიერ ქვეყნდება.

"ეროვნული ბანკის რეზერვების შესახებ ინფორმაცია არის გამჭვირვალე, ამიტომ საზოგადოებას სრული ინფორმაცია ეძლევა. ეროვნული ბანკი წლის განმავლობაში როგორც ყიდის სავალუტო რეზერვებს, ასევე ყიდულობს, ეს არის ბუნებრივი პროცესი. ამ შემთხვევაშიც არაორდინალური არაფერია. ეროვნულ ბანკს მიმდინარე წელს სავალუტო რეზერვები უფრო მეტი აქვს შევსებული, ვიდრე აქვს დახრული. აქედან გამომდიინარე პოზიტიური ბალანსი გვაქვს. ასე რომ აქ საგანგაშო არაფერია,"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

2024 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა 4.83 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 597 მილიონი დოლარით, ანუ 11%-ით ნაკლებია, რაც ძირითადად საქართველოს მიერ საგარეო ვალების მომსახურებას უკავშირდება, რადგანაც სახელმწიფო საგარეო ვალების მომსახურებისთვის სწორედ სავალუტო რეზერვებს იყენებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შეფასებით, საქართველო სავალუტო რეზერვების შესყიდვაზე უნდა ფოკუსირდეს, რადგანაც რეზერვების მოცულობა, რაც 4.6 მილიარდ დოლარს შეადგენს, ადეკვატურობის დონეს ჩამოსცდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები