მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეროვნულმა ბანკმა უფლება მიიღო აკონტროლოს მთელი საფინანსო სექტორი და ეს სწორია"

5b55cd348cd35
თამუნა დემეტრაშვილი
23.07.18 16:40
688
დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების გამგეობის წევრის ტარიელ გვალიას განცხადებით, ეროვნული ბანკისთვის უფლებამოსილების გაფართოვება სწორი გადაწყვეტილებაა.

"ეროვნულმა ბანკმა, როგორც რეგულატორმა, მიიღო უფლება აკონტროლოს და ზედამხედველობა გაუწიოს, არა მხოლოდ საბანკო სისტემას და ბანკებს, არამედ საფინანსო სექტორს მთლიანად. ფაქტიურად ჩვენ მივიღეთ რეგულატორი, რომელიც აკონტროლებს მთელ სისტემას, სადაზღვევო კომპანიების გარდა, ეს არის სწორი გადაწყვეტილება", - განაცხადა გვალიამ გადაცემაში "საქმიანი დილა".

მისი თქმით, ადრე არასაბანკო მოთამაშეები, რომლემიც ფინანსურ სერვისს სთავაზობდნენ კლიენტებს, ძალიან პატარები იყვენენ, დღეს კი სიტუაცია შეიცვალა.

"დღეს ისინი გააქტიურდნენ, შექმნეს მთელი რიგი პროდუქტები და შესაბამისად მათი ზედამხედველობის აუცილებლობაც გაჩნდა. კარგია, რომ ერთიანი თამაშის წესები არსებობდეს საბანკო და არასაბანკო დაწესებულებებისთვის", - განაცხადა გვალიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები