მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელ 34 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, 13 პუნქტი კი დააჯარიმა

591d95fc3390e
BM.GE
18.05.17 16:40
2194
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელდა აჭარის რეგიონში არსებული 47 ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმება და "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონისა და "ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის" მოთხოვნების დარღვევის გამო 13 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დაეკისრა საჯარიმო სანქცია 280 400 ლარის ოდენობით, ხოლო 34 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს გაუუქმდა რეგისტრაცია. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

"საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ახორციელებს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მონიტორინგს და ახდენს რეაგირებას ნებისმიერ გამოვლენილ დარღვევაზე. ქვეყნის მთავარი ბანკი მომავალშიც მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობა და ასევე დაცული იყოს მომხმარებლის უფლებები",- ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები