მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ორი ჯიხური დააჯარიმა - მიზეზები

ვალუტის გადამცვლელი

დღეს, 20 თებერვალს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი ორი პუნქტი დააჯარიმა. ორივე ინდმეწარმეა - ნინო ალექსიშვილი და იოსებ დოლაბერიძე.

ნინო ალექსიშვილის პუნქტი 21,000 ლარით დაჯარიმდა. მიზეზია, შემოწმების პროცესში, გარიგების შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 3 შემთხვევა.

„ი.მ „იოსებ დოლაბერიძე“ კი, დაჯარიმდა ჯამში 24 000 ლარით. მიზეზები:

შემოწმების პროცესში, გარიგების შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 1 შემთხვევა;

ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვერ უზრუნველყოფს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულება;

ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისთვის დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირებს;

შემოწმების პროცესში გამოვლინდა, ვერიფიკაციის გარეშე პირების მომსახურების 4 შემთხვევა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პორტალმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებით უნდა გააკონტროლოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობა, ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით გათვალისწინებული ანგარიშგებები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები