მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთ ადამიანზე 10 სამუშაო ადგილი მოდის - რესტორატორი კადრების დეფიციტზე

6470b5032a682
ლიკა გურაბანიძე
27.05.23 20:10
10455
"ერთ ადამიანზე 10 სამუშაო ადგილი მოდის"- ამის შესახებ რესტორან “ბამბუს” დამფუძნებელმა დიმიტრი რჩეულიშვილმა BMG-სთან ინტერვიუში კადრების დეფიციტის პრობლემაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ეს ჰორეკა სექტორისთვის მუდმივი პრობლემაა.

”ჰორეკა ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა ის, რომ არასტაბილური ბაზარი გვაქვს და ეს გამოიხატება იმაში, რომ ფასები ცვალებადია, ხოლო მეორე გამოწვევაა მომსახურე პერსონალი, მაგალითად, მზარეულების და მიმტანების პრობლემა. ამ სფეროში მუდმივი როტაციაა, ვიღაც სულ მიდის და ახლის ძებნაა საჭირო. თუმცა, სად უნდა ეძებო, როდესაც ახალი კადრები არ არიან და მათი პოვნა ძალიან რთულია", - აღნიშნა დიმიტრი რჩეულიშვილმა.

“ბამბუს” დამფუძნებელი ასევე ამბობს, რომ პანდემიის შემდეგ ფასებმა შემცირება დაიწყო, თუმცა ის მაინც მუდმივად ცვალებადია. “შემცირებას სხვადასხვა პროდუქციაზე მაგალითად ზეთსა და ყოველდღიურად მოხმარებად პროდუქტებზე ვამჩნევ. თუმცა ეს არასტაბილურია და რა დროს მოიმატებს, არ იცი. შესაბამისად, მშვიდად ვერასდროს ვერ ხარ", - განმარტა ბამბუს” დამფუძნებელმა.

შეგახსენებთ, “ბამბუ” ჩინური სწრაფი კვების რესტორანია. ის 2022 წელს დაფუძნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები