მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთ-ერთი რთულად გადასალახავი ჯგუფი ვაქცინაციის ჩასატარებლად საქართველოში მეანები აღმოჩნდნენ - წერეთელი

61daa353e9e7d
მარიამ ვარადაშვილი
09.01.22 12:55
1508
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი Facebook-ზე წერს, რომ ორსულებისთვის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უსაფრთხოა და ნაადრევი ან მცირე წონის ჩვილის დაბადების რისკს არ ზრდის. წერეთელი ამას აშშ-ში ჩატარებული ახალი კვლევით ასაბუთებს, რომელშიც 46 ათასზე მეტმა ორსულმა მიიღო მონაწილეობა.

BMG ზაზა წერეთლის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ერთ-ერთი ყველაზე რთულად გადასალახავი ჯგუფი კოვიდ ვაქცინაციის ჩასატარებლად საქართველოში აღმოჩნდნენ მეანები, რომლებიც სამწუხაროდ ორსულ ქალბატონებს აცრისგან თავშეკავებისაკენ მოუწოდებდნენ და მოუწოდებენ დღემდე მათ საყურადღებოდ, 7 იანვარს ბრითიშ მედიქალ ჯოურნალში გამოქვეყნდა (BMJ) დიდი კვლევის შედეგები. აშშ-ში ჩატარებულმა 46 079 ორსულობაზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უსაფრთხოა და არ ზრდის რისკს ნაადრევი ან მცირე წონის ჩვილის დაბადებისა გესტაციური ასაკისათვის.

იელის უნივერსიტეტის უახლესი კვლევის მიხედვით, არავაქცინირებულ ორსულებს, რომლებსაც აქვთ სიმპტომატურ კოვიდ-19, აქვთ სიკვდილის 70%-ით მეტი რისკი სიმპტომატური ინფექციების მქონე არაორსულ ქალებთან შედარებით. ორჯერ მეტია რისკი რომ საჭირო გახდეს მათი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსება, ინტენსიური ვენტილაცია და ექსტრაკორპორალური მემბრანით ოქსიგენიზაცია.
ბმჯ-ში გამოქვეყნებული რეტროსპექტული კოჰორტის კვლევა არის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრსა და რვა ვაქცინის უსაფრთხოების Datalink ჯანდაცვის ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის შედეგი. კვლევა მოიცავდა 16-49 წლის ქალების ჯგუფს, რომლებსაც ჰქონდათ ორსულობის სავარაუდო დასაწყისი 2020 წლის მაისიდან ოქტომბრამდე, მშობიარობის მოსალოდნელი თარიღებით 2021 წლის თებერვლიდან ივლისამდე.

კვლევაში ჩართული იყო დაახლოებით 46 079 ქალი ერთშვილიანი ორსულობით. კვლევაში გათალისწინებული იყო მონაცემები გესტაციური ასაკისა და ცოცხალი მშობიარობის შესახებ. კვლევაში მონაწილი მანდილოსნებშიხუთიდან ერთს (21.8%, 10 064) ჰქონდა მიღებული ვაქცინის ერთი ან მეტი დოზა. თითქმის ყველა (9892 ან 98.3%) იყო ვაქცინირებული მეორე ან მესამე ტრიმესტრში - რაც, ავტორების მიხედვით კრიტიკული პერიოდებია ნაყოფის ზრდისა და განვითარებისთვის. ქალების უმეტესობამ მიიღო mRNA ვაქცინა, Pfizer BioNTech (54.5%) ან Moderna (41.4%). მხოლოდ 424-მა (4.2%) მიიღო იანსენის (ჯონსონ და ჯონსონის) ვაქცინა. 9640 ქალიდან, რომლებმაც მიიღეს mRNA ვაქცინა, 1759-მა (18.2%) მიიღო ერთი დოზა და 7881-მა (81.8%) მიიღო ორი დოზა.

არავაქცინირებულ ქალებთან შედარებით, ორსულობის დროს ვაქცინაცია არ იყო დაკავშირებული არც ნაადრევ მშობიარობასთან კორექტირებული რისკის კოეფიციენტი 0,91; 95% ნდობის ინტერვალიP=0,06) და არც მცირე წონასთან გესტაციური ასაკისთვის იმ 40 627 ცოცხალ მშობიარობისას რომელთათვისაც შესაძლებელი გახდა დაბადების წონის დაფიქსირება. (კორექტირებული რისკის კოეფიციენტი =0,95; 95% ნდობის ინტერვალი, P=0,24).

როდესაც განიხილებოდა კავშირი პირველ ვაქცინაციასა და ტრიმესტრს შორის "არ დაფიქსირდა არანაირი გაზრდილი რისკი ნაადრევი მშობიარობის ან ახალშობილის მცირე წონისა გესტაციური ასაკისათვის - განაცხადეს მკვლევარებმა”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები