მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მსახიობი, რომელსაც საკუთარი ქონების განკარგვის უფლება აღარ ჰქონდა - როგორი იყო ალენ დელონის ქონება?

ალენ დელონი

პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი, ალენ დელონი დღეს გარდაიცვალა.

ოჯახის განცხადებით, მსახიობი ლუარის რეგიონში საკუთარ სახლში ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.

ალენ დელონი არაერთი ჯილდოს მფლობელი იყო, მათ შორის მიღებული ჰქონდა "სეზარის" პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში "ჩვენი ისტორია", იყო ნომინირებული "ოქროს გლობუსზე", მინიჭებული აქვს ბერლინისა და კანის კინოფესტივალების საპატიო ჯილდოები.

ჯილდოებისა და აღიარების პარალელურად, ის მისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი და მდიდარი მსახიობიც იყო. ალენ დელონის წმინდა ქონება 2024 წელს 200-ზე მეტ მილიონ დოლარად იყო შეფასებული. მსახიობი, ბიზნესმენი და ინვესტორი - ასე მოიხსენიებდა მას ფრანგული მედია.

მის ფინანსურ ზრდაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ცნობილ რეჟისორებთან თანამშრომლობამ, როგორების იყვნენ: ჟან-პიერ მელვილი, ლუჩინო ვისკონტი და მიქელანჯელო ანტონიონი. ამ ფილმებმა, არა მხოლოდ დაამტკიცეს მისი, როგორც კულტურული ხატის სტატუსი, არამედ მნიშვნელოვანი შემოსავალიც მოუტანეს.

გარდა ფილმებით მიღებული შემოსავლისა, დელონის ბიზნეს წამოწყებები მისი სიმდიდრის კიდევ ერთი მთავარი წყაროა. 1970-იან წლებში მან გააფართოვა თავისი ინტერესები კინო კარიერის მიღმა. ეს მოიცავს: მაჯის საათების, სათვალეების, სუნამოების, ტანსაცმლის, საკანცელარიო ნივთების ხაზს, რომელიც მისი სახელობის ბრენდის ქვეშ არის მოქცეული. გარდა ამისა, დელონი აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა დიდი კომპანიების მარკეტინგულ კამპანიებშიც.

სიცოცხლის ბოლო წლებში, მისი ქონება შვილების დავის საგანი გახდა და სასამართლოს გადაწყვეტილებით ალენ დელონს გარკვეული უფლებები, მათ შორის საკუთარი ქონების განკარგვის უფლება შეეზღუდა.

საქმე სპეციალურმა სამეურვეო სასამართლომ განიხილა, რომელსაც 88 წლის მსახიობის ადვოკატებმა და ქალიშვილმა ანუშკამ მიმართეს. დელონს არ ჰქონდა შეზღუდული მარტივი ოპერაციები, თუმცა დიდ გადაწყვეტილებებს, როგორიც პირადი ქონების გაყიდვა ან გასხვისებაა, ფრანგი მსახიობი ვერ იღებდა. 2024 წლის იანვრიდან მასშტაბური ბიზნეს ოპერაციები ჩაიბარებს სპეციალურად დანიშნული მრჩეველს, მასვე ეხებოდა სამედიცინო პროცედურები და ექიმების შერჩევა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ალენის ქალიშვილმა, ანუშ­კა დე­ლო­ნმა გა­მო­ცე­მა Elle-ს განუცხადა, რომ მამამისს ია­რა­ღის დიდი კო­ლექ­ცი­ა აქვს. ამის შემდეგ, ფრანგმა სამართალდამცველებმა ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბის, სახ­ლი­დან 72 ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და 3 000-ზე მეტი ტყვია ამო­ი­ღეს. პრო­კუ­რო­რე­ბის ცნო­ბით, დე­ლონს ია­რა­ღის ფლო­ბის ნე­ბარ­თვა არ ჰქო­ნია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები