წელს საქართველოში თხილის სეზონი ფერმერებისთვის საკმაოდ მძიმედ დაიწყო. როგორც სექტორში ამბობენ, შარშანდელთან შედარებით, თხილის ფასები საგრძნობლად დაბალია და კლების ტენდენციაც გრძელდება. წლევანდელი მოსავალი არც ხარისხით გამოირჩევა, შესაბამისად, მოლოდინია, რომ საექსპორტო მაჩვენებლები შემცირდება.






























