მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ერთ წელიწადში კაკაოს ფასი 180%-ითაა გაზრდილი

კაკაო

ბოლო ერთი წლის განმავლობაში კაკაოს ფასი 180%-ითაა გაზრდილი. კაკაოს გაძვირებას ის ფაქტი განაპირობებს, რომ დასავლეთ აფრიკაში მოსავალი შემცირებულია, ამან კი საერთაშორისო ბაზარზე დეფიციტი გამოიწვია. ერთთვიან პერიოდში გაძვირების მაჩვენებელი 36%-ს აჭარბებს.

ვითარებას განსაკუთრებით ამწვავებს ის ფაქტი, რომ შოკოლადის უმსხვილესმა საწარმოებმა ბაზარზე არსებული კაკაოს მოსავლის პანიკური შესყიდვა დაიწყეს, ამან კი სწორედ ამ 180%-იან გაძვირებამდე მიგვიყვანა.

ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ განაში და კოტ-დ’იუვარში, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით კაკაოს აწარმოებენ, ელ-ნინოს გლობალური ფენომენის გამო, ნიადაგი ზედმეტად გამოშრა, ამან კი კაკაოს მოსავალი მნიშვნელოვნად დააზიანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები