მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთ წელიწადში, TBC UZ-ის შემოსავალი 8-ჯერ გაიზარდა

646b68d20d0d8
გიორგი არონია
22.05.23 17:26
1757

2023 წლის 1-ელ კვარტალში, თიბისი ბანკის შვილობილი ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანიის, Space International-ის უზბეკური ბიზნესის შემოსავალი 23.6 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რაც 27.5%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის მე-4 კვარტალში და 8.25-ჯერ მეტია, ვიდრე 2022 წლის 1-ელ კვარტალში, - ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ვკითხულობთ. დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ანუ ოპერირების დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, კომპანია მოგებაზეც გავიდა, რომელმაც გასული წლის ამავე პერიოდში დაფიქსირებული 10.3-მილიონიანი ზარალის საპირწონედ, 1.1 მილიონი ლარი შეადგინა. ჯამურად, “თიბისი უზბეკეთისა” და ონლაინგადახდების უდიდესი უზბეკური პლატფორმის, Payme-ის ჯამურმა მოგებამ 12.7 მილიონი ლარი შეადგინა.

ბანკის შემოსავლისა და მომგებიანობის ზრდასთან ერთად, იზრდება TBC UZ-ის საცალო საკრედიტო პორტფელი, რომლის მოცულობამ, 2023 წლის 1-ელ კვარტალში 408 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 17%-ით მეტია, ვიდრე შარშან. ამასთან, 10.8%-მდე გაიზარდა თიბისის წილი უზბეკეთის მასშტაბით გაცემული მიკროსესხების ჯამურ მოცულობაში, რაც თითქმის სამჯერ აღემატება გასულ წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელს. 2023 წლის პირველ კვარტალში 384 მილიონ ლარამდე გაიზარდა TBC UZ-ის დეპოზიტების მოცულობა, რაც უზბეკეთის მოსახლეობის ჯამური სადეპოზიტო პორტფელის 2.5%-ს შეადგენს - ერთი წლის ჭრილში, კომპანიის წილი 1%-ით გაიზარდა.

მიმდინარე წლის მარტის ბოლოსთვის, TBC UZ-ის აპლიკაციას 2.7 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავდა, რაც 12.5%-ით მეტია, ვიდრე 2022 წლის ბოლო კვარტალში და 80%-ით მეტია, ვიდრე 2022 წლის პირველ კვარტალში. ამასთან, ნახევარ მილიონს გადააჭარბა “თიბისი უზბეკეთის” აქტიური მომხმარებლების რიცხვმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები