მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ერთ თვეში საწარმოო პროცესი 131 ბიზნესოპერატორს შეუჩერდა

598018370f897
BM.GE
01.08.17 09:53
989
ივნისში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სულ განხორციელდა 1013 ინსპექტირება, აქედან:  გეგმური ინსპექტირება განხორციელდა 399 ბიზნესოპერატორთან;
არაგეგმური ინსპექტირება განხორციელდა 108 ბიზნესოპერატორთან;  არაგეგმური ინსპექტირება აღიარების მინიჭების მიზნით განხორციელდა 23 ბიზნესოპერატორთან;
გადამოწმება განხორციელდა 483 ბიზნესოპერატორთან.

ივნისში სულ განხორციელდა 885 დოკუმენტური შემოწმება.  დოკუმენტური შემოწმება განხორციელდა საზოგადოებრივი კვების (რესტორანი, მზა კერძები, საშაურმე, სწრაფი კვება) ობიექტებში, საბავშვო ბაგა-ბაღის სამზარეულოსა და სკოლის ბუფეტებში, სასურსათო მაღაზიებსა და მარკეტებში, ხორცის სარეალიზაციო ობიექტებსა და სურსათის მწარმოებელ სხვა პროფილის ბიზნესოპერატორებთან.

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას გამოვლენილ შეუსაბამომებსა და დარღვევებზე „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“-ს შესაბამისად სულ დაჯარიმდა 331 ბიზნესოპერატორი, მათ შორის საწარმოო პროცესი ან/და საქმიანობა შეუჩერდა 131 ბიზნესოპერატორს.

მონიტორინგის ფარგლებში სათანადო წესით აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად სულ შეფასდა 669 ნიმუში/სინჯი, დარღვევა აღმოჩნდა 47 ნიმუშში:

1) სურსათში Listeria monocytogenes-ის კვლევა - 70 ნიმუში - დარღვევა არ გამოვლინდა.
2) სურსათში სალმონელას კვლევა - 280 ნიმუში, დარღვევა გამოვლინდა 1 ნიმუშში.
3) სურსათში გმო-ს შემცველობის განსაზღვრა - 43 ნიმუში, დარღვევა არ გამოვლინდა.
4) ალკოჰოლური სასმელი - 20 ნიმუში, დარღვევა გამოვლინდა 4 ნიმუშში;
5) სასმელი წყლის (მ.შ. დაფასოებული) – 101 სინჯი, დარღვევა გამოვლინდა 36 სინჯში.
6) არაცხოველურ წარმოშობის სურსათის 76 ნიმუში უვნებლობისა და ხარისხობრივ მაჩვენებლებზე კვლევისათვის, დარღვევა გამოვლინდა 6 ნიმუშში;
7) ნედლი რძის კვლევა ბრუცელოზზე - 3 ნიმუში, დარღვევა არ გამოვლინდა.
8) რძესა და რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმების აღმოჩენა - 22 ნიმუში, დარღვევა არ გამოვლინდა.
9) სურსათის კვლევა ჰისტამინის შემცველობაზე - 54 ნიმუში - დარღვევა არ გამოვლინდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები