წინა წელთან შედრებით ფასებმა ყველაზე მეტად თამბაქოზე მოიმატა. საქსტატის ინფორმაციით, წინა წლის იანვართან შედარებით 2017 მიმდინარე წლის იანვარში თამბაქოს ნაწარმზე ფასები 40,2%-ით გაიზარდა.
ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ქვეჯგუფში წლიურად ფასების ზრდამ 18,9 პროცენტი შეადგინა. ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,14 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
მნიშვნელოვნად მოიმატა ფასებმა ტკბილეულზე. საქასტატის მონაცემებით, შაქარზე, ჯემზე, თაფლზე, შოკოლადსა და სხვა საკონდიტრო ნაწარმზე ფასები 16 პროცენტით გაიზარდა.
16%-ით გაიზარდა ფასები პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზეც. ტრანსპორტის ჯგუფში ფასების ზრდამ წლიურად 10,8% შეადგინა, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 1,35 პროცენტული პუნქტით აისახა.
იანვრის თვის წლიურმა ინფლაციამ კი 3,9% შეადგინა.

























