ერთად დავწეროთ ჩვენი მომავალი მშვიდობაში, იმედში, სტაბილურობასა და საერთო კეთილდღეობაში, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.
„ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე შეიკრიბნენ ლიდერები ევროპის ოთხივე კუთხიდან, რომლებიც 700 მილიონზე მეტ მოქალაქეს წარმოადგენენ.
მოდით, ერთად დავწეროთ ჩვენი მომავალი მშვიდობაში, იმედში, სტაბილურობასა და საერთო კეთილდღეობაში“, - წერს მიშელი.
შეგახსენებთ, რომ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე საქართველოდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იმყოფება.