ქართველი მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის - 2 ივნისს, რესპუბლიკის მოედანზე, 21:00 საათზე საქველმოქმედო კონცერტი "ერთად შევაგროვოთ ჯარიმების თანხა" გაიმართება.
თავისუფლებისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს ხელისუფლება უკანონოდ იჭერს და ფულად ჯარიმებს აკისრებს. 2 ივნისს, 21:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე, ვიზეიმოთ ჩვენი ერთობა, დავეხმაროთ ჩვენს თანამებრძოლებს - საქართველოს სიყვარულისთვის დასჯილებს, შევაგროვოთ ჯარიმების თანხა. გელოდებით საქველმოქმედო კონცერტზე - ქართველი მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის“, - ნათქვამია კონცერტისთვის შექმნილ ვიდეორგოლში.
"დავეხმაროთ ჩვენ თანამებრძოლებს – საქართველოს სიყვარულისთვის დასჯილებს. შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
USD/EUR: #GE85TB7249036180100001
მიმღები: THE HUMAN RIGHTS HOUSE TBILISI
დანიშნულება: Donation
PayPal: protection@hrht.ge", - აღნიშნულია ღონისძიების აღწერაში.