დღეს, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტი რეგიონებში გავიდა. მსახიობები ბათუმში ჩავიდნენ.
ამ დროისთვის, ევროპის მოედანზე საპროტესტო მანიფესტი მიმდინარეობს. შეკრებილ მოქალაქეებს მსახიობებმა და აქციებზე დაკავებულთა მშობლებმა მიმართეს სიტყვით.
"ჩამოვედით, რომ გავიგოთ თქვენი ხმა, გავიგოთ ის ტკივილები, რაც გაქვთ. მთავარია, დავინახოთ და მოვუსმინოთ ერთმანეთს. ერთად უფრო ადვილად გადავცურავთ ზღვას",- მიმართა შეკრებილებს თეატრის ხელმძღვანელმა, დავით დოიაშვილმა.
2 თებერვალს, საპროტესტო მანიფესტის სამეგრელოში, ზუგდიდში ვიზიტია დაგეგმილი.