მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთადერთი, რაც შემიძლია საქართველოს მთავრობას ვუთხრა ისაა, რომ აბსურდი შეწყვიტოს - მარტა კოსი

მარტა კოსი

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებული რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ "ევროსკოპის" კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ ქვეყანა ევროპას სულ უფრო შორდება.

მისივე თქმით, ამ ვითარებაში ევროკავშირი ცდილობს საქართველოში მხარი დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას.

"მხარს ვერ დავუჭერ მთავრობას, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს და მუშაობს. ქვეყანა სულ უფრო შორდება ევროპულ პერსპექტივას. ერთადერთი, რაც შემიძლია მთავრობას ვუთხრა არის ის, რომ ეს აბსურდი შეწყვიტოს და ევროპულ მომავალზე მუშაობა დაიწყოს. გარდა ამისა, ჩვენ მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და რამდენიმე მათგანს მიმდინარე კვირაში ჩემს ოფისში შევხვდით. ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ მედიას, რითაც შეგვეძლება. ასე რომ გთხოვთ, გამაგრდით", - განაცხადა მარტა კოსმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები