მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ერთგული ვრჩებით დაპირების: "ჩვენი პარტნიორობა სცდება ტრადიციულ ბანკინგს"|ინტერვიუ "პაშა ბანკი საქართველოს" გენერალურ დირექტორთან

რამილ იმამოვი
24.04.26 13:10
626

“პაშა ბანკი საქართველომ” 2025 წელი 8.6 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. ბანკის გუნდმა კორპორაციული სასესხო პორტფელის დაახლოებით 20%-ით გაზრდა შეძლო. აღსანიშნავია, რომ “პაშა ბანკი საქართველომ” სტრატეგიული ცვლილება 3 წლის წინ განახორციელა და სრულად კორპორატიულ საბანკო მომსახურებაზე გადავიდა. როგორ იმოქმედა ამ რეპოზიციონირებამ ბანკის როლზე ქართულ ბაზარზე, ასევე, როგორი იყო გასული წელი პაშა ბანკისთვის, მიღწევებსა და შედეგებზე BMG-ის ბანკის გენერალური დირექტორი რამილ იმამოვი ესაუბრა.

ბატონო რამილ, მოხარული ვარ თქვენთან ინტერვიუს ჩაწერით. ვფიქრობ, საინტერესო საუბარი გველის, რადგან არა მხოლოდ „პაშა ბანკი საქართველოს“ ბოლო წლების შედეგებს მიმოვიხილავთ და შევაჯამებთ არამედ ვისაუბრებთ ბანკის სამომავლო გეგმებზეც. რამდენიმე წლის წინ „პაშა ბანკი საქართველომ“ სტრატეგიული ცვლილება განახორციელა და ფოკუსი სრულად გადაიტანა კორპორატიულ საბანკო მომსახურებაზე. როგორ იმოქმედა ამ რეპოზიციონირებამ ბანკის როლზე ქართულ ბაზარზე?

პირველ რიგში, მადლობა დათმობილი დროისთვის და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „პაშა ბანკში“.

როგორც აღნიშნეთ, დაახლოებით სამი წლის წინ მივიღეთ სტრატეგიული გადაწყვეტილება, სრულად გადავსულიყავით კორპორატიულ საბანკო მომსახურებაზე. ამ ცვლილებამ საშუალება მოგვცა, ჩვენი გამოცდილება და რესურსები ბიზნესის საჭიროებებისა და სხვადასხვა ინდუსტრიების სიღრმისეული შესწავლისკენ მიგვემართა, რაც მოქნილი გადაწყვეტილებების მიღებასა და კლიენტებისთვის პერსონიფიცირებული პროდუქტების შეთავაზებაში დაგვეხმარა.

ჩვენი მიდგომა მარტივ იდეას ეფუძნება: ჩვენ არ ვართ მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტი – ჩვენ ვქმნით გრძელვადიან პარტნიორობას კლიენტებთან. ეს ფილოსოფია ასახულია მთავარ დაპირებაშიც: „ჩვენი პარტნიორობა სცდება ტრადიციულ ბანკინგს.”

„პაშა ბანკი“ „პაშა ჰოლდინგის“ ნაწილია. როგორ ახდენს ეს გავლენას თქვენს სტრატეგიულ მიმართულებაზე საქართველოში და ზოგადად რეგიონში?

„პაშა ჰოლდინგის“ – დივერსიფიცირებული რეგიონული საინვესტიციო ჯგუფის წევრობა, რომლის აქტივებიც 13 მილიარდ დოლარს აჭარბებს, გვაძლევს ფინანსურ სტაბილურობასა და წვდომას რეგიონულ გამოცდილებაზე.

ჰოლდინგი მოღვაწეობს სხვადასხვა სექტორში - საბანკო, სადაზღვევო, სამშენებლო, უძრავი ქონების, სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებებით - რაც სხვადასხვა დარგისა და ბიზნეს საჭიროებების უფრო სიღრმისეული ხედვის შესაძლებლობას გვაძლევს.

ამავდროულად, „პაშა ჰოლდინგი“ განაგრძობს საერთაშორისო წარმომადგენლობის გაფართოებას. „PASHA Real Estate“ თბილისში, სანაპიროზე, ახალ სასტუმრო პროექტს ახორციელებს.

ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს დავაფინანსოთ ამბიციური რეგიონული პროექტები ისეთ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ვაჭრობა, ინფრასტრუქტურა და მჭიდროდ ვითანამშრომლოთ სხვა რეგიონულ ბანკებთან.

როგორ შეაფასებდით 2025 წელს „პაშა ბანკი საქართველოსთვის“? რა იყო თქვენი მთავარი პრიორიტეტები წლის განმავლობაში?

ზოგადად, 2025 წელი „პაშა ბანკისთვის” განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი იყო.

ჩვენ განვაგრძეთ საქმიანობა 2024-2026 წლების სტრატეგიული ციკლის ფარგლებში, სადაც ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, გავხდეთ სასურველი და სანდო საბანკო პარტნიორი ქართული ბიზნესსაზოგადოებისთვის

ჩვენი მთავარი მიზანი კვლავ საშუალო და მსხვილი ბიზნესების მხარდაჭერაა, მათზე მორგებული ფინანსური გადაწყვეტილებების შეთავაზებით, ვეხმარებით ბიზნესს ზრდაში და წვლილი შეგვაქვს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.

მოდით, ვისაუბროთ ფინანსურ მაჩვენებლებზე. როგორი იყო „პაშა ბანკი საქართველოს“ ფინანსური შედეგები 2025 წელს?

ფინანსური თვალსაზრისით, 2025 წელი წარმატებული იყო. ბანკმა წელი 8.6 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. კორპორაციული სასესხო პორტფელი დაახლოებით 20%-ით გავზარდეთ. ასევე, შთამბეჭდავი შედეგები გვქონდა კორპორაციული ობლიგაციების პორტფელში, სადაც ზრდამ 35%-ს გადააჭარბა და წლის ბოლოს 110 მილიონი ლარი შეადგინა. მთლიანმა აქტივებმა კი 660 მილიონ ლარზე მეტს მიაღწია.

მინდა ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას: მას შემდეგ, რაც კორპორაციულ საბანკო მომსახურებაზე ორიენტირებული სტრატეგიის დანერგვა დავიწყეთ, წლიდან წლამდე მომგებიანობის სტაბილურ ზრდას ვხედავთ, რაც ჩვენი მიდგომის სისწორეს ადასტურებს.

ამ მაჩვენებლებს ამყარებს საერთაშორისო აღიარებაც – 2025 წელს S&P Global-მა „პაშა ბანკი საქართველოს“ საკრედიტო რეიტინგი „B/B“ დონეზე, სტაბილური პროგნოზით დაადასტურა, რაც ხაზს უსვამს ბანკის ფინანსურ მდგრადობასა და გრძელვადიანი ზრდის პოტენციალს.

ფინანსური მაჩვენებლების მიღმა, როგორ ზომავთ კლიენტთა ნდობასა და კმაყოფილებას?

ძალიან კარგი კითხვაა. ჩვენთვის წარმატება მხოლოდ ფინანსური შედეგებით არ განისაზღვრება. პარტნიორების ნდობა არანაკლებ მნიშვნელოვანია. დამოუკიდებელი კვლევების თანახმად, „პაშა ბანკი საქართველოს“ ლოიალობის ინდექსმა (NPS) 62-ს მიაღწია, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია საბანკო სექტორში, ხოლო მომხმარებელთა კმაყოფილების მაჩვენებელი 90%-ია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორების აბსოლუტური უმრავლესობა არა მხოლოდ კმაყოფილია ჩვენი მომსახურებით, არამედ რეკომენდაციასაც უწევს პაშა ბანკს

რა ნაბიჯებს დგამთ მომხმარებელთა კმაყოფილების კიდევ უფრო გასაზრდელად?

ვფიქრობ, ფორმულა მარტივია: ჩვენ ვცდილობთ პარტნიორებთან ღია დიალოგი ვაწარმოოთ . ძირითადად, სიღრმისეულად ვსწავლობთ მათ პრობლემებს, საჭიროებებსა და მოლოდინებს, რის საფუძველზეც ვქმნით მათზე მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს.

ამ მიდგომის ნათელი მაგალითია „პაშა ბანკის“ ახალი ინტერნეტბანკი, რომელიც შეიქმნა გამოყენების სიმარტივის, სტაბილურობისა და კლიენტთა მოთხოვნების მაქსიმალური გათვალისწინებით.

პარალელურად, ყველაფერს ვაკეთებთ ძირითადი სერვისების ხარისხის გასაუმჯობესებლად, როგორიცაა საერთაშორისო გადარიცხვები, სადაც ალტერნატიულ გადაწყვეტილებებს ვნერგავთ სისწრაფის, მოქნილობისა და საიმედოობის გასაზრდელად.

პროდუქტების გარდა, კლიენტებთან ურთიერთობას ვამყარებთ მათზე მორგებული ექსკლუზიური, კლუბური ტიპის ღონისძიებებით, როგორიცაა გოლფის ტურნირები, პრემიუმ სტილის გამოცდილებები თუ საერთაშორისო ღონისძიებები (მაგალითად, „ფორმულა 1“). ეს ქმნის გარემოს საქმიანი კავშირების დამყარებისა და უფრო ღრმა ჩართულობისთვის, რაც ყოველდღიურ საბანკო საქმიანობას სცდება.

„პაშა ბანკი“ აქტიურად მონაწილეობს ბიზნესფორუმებსა და რეგიონულ ინიციატივებში. რატომ არის მსგავსი პლატფორმები მნიშვნელოვანი ბანკისთვის?

ჩვენთვის ბიზნესსაზოგადოებასთან აქტიური დიალოგის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. მსგავსი ღონისძიებები და ფორუმები იძლევა იდეების გაცვლის, ახალი შესაძლებლობების განხილვისა და პარტნიორობის გაძლიერების შესანიშნავ საშუალებას.

მაგალითად, 2025 წელს „პაშა ჰოლდინგთან“ ერთად ჩავატარეთ აზერბაიჯან-საქართველოს ბიზნესფორუმი, რომლის მიზანი ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობა იყო.

ასევე მხარი დავუჭირეთ კასპიის საერთაშორისო ენერგეტიკულ ფორუმს, რომელიც რეგიონში ენერგეტიკულ პროექტებსა და მდგრად საინვესტიციო შესაძლებლობებს დაეთმო.

თქვენ ისაუბრეთ „პაშა ბანკი საქართველოს“ მნიშვნელოვან მიღწევებზე. მაინტერესებს, რა არის ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ამ მიზნების რეალურად მიღწევას უზრუნველყოფს?

მტკიცედ მწამს, რომ ყველა ამ წარმატების ცენტრში ჩვენი გუნდი, თანამშრომლები დგანან. სწორედ ისინი აღწევენ ამ შედეგებს.

გვჯერა, რომ ძლიერი გუნდური კულტურა, რომელიც დაფუძნებულია თანამშრომლობაზე, პროფესიონალიზმსა და საერთო მიზნებზე, გადამწყვეტ როლს თამაშობს მდგრადი შედეგების მიღწევაში და გვიბიძგებს ერთობლივი ზრდისკენ.

„პაშა ბანკი საქართველოში“ ჩვენ თანამშრომლებს ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს ვთავაზობთ. ამასთანავე, მინდა აღვნიშნო, რომ წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვდებთ განვითარებაში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია

თანამშრომლების პროფესიული ზრდა, რაშიც უკვე გვაქვს კარგი შედეგი და მომავალში კიდევ უფრო მეტის მიღწევას ვგეგმავთ.

და ბოლო კითხვა – როგორია თქვენი ხედვა უახლოესი მომავლის შესახებ?

ჩვენი ხედვაა, განვაგრძოთ მდგრადი ზრდა და განვამტკიცოთ პოზიციები, როგორც მოქნილმა კორპორაციულმა საბანკო პარტნიორმა საქართველოსა და რეგიონში.

კვლავ ფოკუსირებული ვიქნებით კორპორაციული კლიენტების მხარდაჭერაზე, რეგიონული პარტნიორობის გაფართოებასა და ინოვაციური ფინანსური გადაწყვეტილებების შექმნაზე, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას.

რაც მთავარია, ერთგული ვრჩებით ჩვენი დაპირების: „ჩვენი პარტნიორობა სცდება ტრადიციულ ბანკინგს.”

ბატონო რამილ, სასიამოვნო იყო თქვენთან ინტერვიუ და არა მხოლოდ წარსული გამოცდილების შეჯამება, არამედ „პაშა ბანკი საქართველოს“ მომავალზე საუბარიც. დიდი მადლობა.

გმადლობთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები