მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ერთგულის" და "ვისოლის" ერთობლივი შეთავაზება მომხმარებლებს

5ac47945cf67f
BM.GE
04.04.18 11:03
1079
თიბისი ბანკის „ერთგული“ ბარათი და კომპანია „ვისოლი“ მომხმარებლებს ერთობლივ აქციას სთავაზობენ.

შეთავაზების მიხედვით, ის მომხმარებლები, რომლებიც აპრილის თვეში სამჯერ შეიძენენ მინიმუმ 50 ლარის ღირებულების საწვავს „ვისოლის“ ნებისმიერ ბენზინგასამართ სადგურზე, საჩურად დაერიცხებათ 20 ერთგული ქულა. ანგარიშსწორებისას აუცილებელია თიბისი ბანკის ნებისმიერი ბარათის გამოყენება.

შეთავაზება 1 აპრილიდან 30 აპრილამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობა პირველ 3 000 მომხმარებელს შეეძლება.

ქულების დახარჯვა და სასურველი პროდუქტის ან მომსახურების შეძენა სამი თვის განმავლობაში „ერთგულის“ ნებისმიერ პარტნიორ კომპანიაში იქნება შესაძლებელი.

აქციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ „ერთგულის“  ვებგვერდზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები