არჩევნებამდე 1 დღით ადრე არასამთავრობო ორგანიზაციებმა წინასაარჩევნო პროცესზე ანგარიში წარადგინეს. მესამე სექტორში აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში აქტუალური იყო ანტიდასავლური გზავნილები, ასევე ფიქსირდებოდა ფიზიკური ძალადობის, დაშინების შემთხვევები. მათი შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში მმართველი პარტია უპირატესობით სარგებლობდა, საჯარო რესურსების გამო.