ლარის კურსი დოლარისა და ევროს მიმართ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარის ღირებულება 2.3752 ლარი გახდა, რაც დღევანდელ კურსთან შედარებით, 0.0215 პუნქტით გაუფასურებული მაჩვენებელია. 2.6103 ლარი გახდა ერთი ევროს ფასი, რაც 0.0161 პუნქტით შეცვლილი მონაცემია.