მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთი ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა, ლარი დოლართანაც გამყარდა

ლარი
17.09.26 17:02
654

17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6076 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.05 თეთრით გამყარდა.

ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.57 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9927 ლარი გახდა.

გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 1.76 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.495 ლარი გახდა.

ერთი ლირას კურსმა 5.36 თეთრი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები