"საქართველოს უნივერსიტეტის" რექტორი კოკა თოფურია ამბობს, რომ საქართველოში უცხოელი სტუდენტების სწავლა კვლავ პრობლემურია. იგი ამ მიმართულებით არსებულ სახელმწიფო პოლიტიკას აკრიტიკებს და სხვადასხვა უწყებების არასათანადო კოორდინაციაზე მიუთითებს.
როგორც კოკა თოფურიამ BMG-სთან აღნიშნა, გამოწვევად რჩება, კერძოდ, ბინადრობის ნებართვებიც.
"ზოგადად, საქართველოში უნივერსიტეტების შემოსავლის 90%-ს უცხოელი სტუდენტები ქმნიან, თუმცა პრობლემები გვაქვს ქვეყანაში უცხოელ სტუდენტებთან დაკავშირებით. გამოწვევაა ბინადრობის ნებართვები, საკონსულოები არ გვაქვს, ვიზებს ვერ იძლევიან, არ არის შეთანხმებული მუშაობა განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის. ერთი ხელი თითქოს იძლევა საშუალებას, რომ სტუდენტები შემოვიდნენ, მაგრამ მეორე ყველანაირად ხელს უშლის და შეიძლება, მაგალითად, მეოთხეკურსელი სტუდენტი რატომღაც ქვეყნიდან გააძევონ",- აღნიშნა მან და დასძინა, რომ აქედან გამომდინარე, ბევრი უნივერსიტეტი უცხოეთში საქმიანობაზე ფიქრობს.
საზღვარგარეთ ფილიალების გახსნაზე "საქართველოს უნივერსიტეტიც" ფიქრობს - კოკა თოფურია
























