მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ერთი კომპანიის პრობლემა არ უნდა განვიხილოთ როგორც მედიაზე ზეწოლა"

5babb87d04b65
ლევან თაღიაშვილი
26.09.18 20:47
946
ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე "ომეგა ჯგუფის" საქმეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ერთი კონკრეტული კომპანიის პრობლემა არ შეიძლება განხილული იქნეს, როგორც სახელმწიფოს მხრიდან მედიაზე ზეწოლა

"მე მქონდა აქტიური კომუნიკაცია “ომეგა ჯგუფთან“ იმ ნაწილში რასაც ისინი ითხოვდნენ, კერძოდ, შუამდგომლობას ფინანსთა სამინისტროსთან, რომ არსებული დავალიანება, რომელიც მათ აქვთ დეკლარირებული, მათი განწილადება მომხდარიყო დროში. ჩვენ ამასთან დაკავშირებით გავაკეთეთ შუამდგომლობა და ვთქვით, რომ შესაძლებელია ეს დროში იყოს გაწერილი, რადგანაც კომპანია აღიარებს ამ დავალიანებას. რაც შეეხება სასასმართლო პროცესებს და “ომეგა ჯგუფის“ დაკავშირებას მედიაზე ზეწოლასთან თუ სხვა თემებს, რომელიც უკავშირდება გარკვეულ სამართლებრივ პროცესებს, ამის პოლიტიკურ შეფასებას მე ამ ნაწილში არ გავაკეთებ. ზოგადად, მიმაჩნია რომ ერთი კომპანიის პრობლემა ამ შემთხვევაში სიგარეტის მწარმოებელი კომპანიის პრობელმა, არ შეიძლება იქნეს განხილული, როგორც მედიაზე ზეწოლა სახელმწიფოს მხრიდან" - აღნიშნა ლექვინაძემ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები