მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთი კონკრეტული გადაწყვეტილების მიუხედავად, "ევოლუშენის" თანამშრომლები პროტესტს აგრძელებენ

ევოლუშენი

მიუხედავად ერთი კონკრეტული გადაწყვეტილებისა, "ევოლუშენის" თანამშრომლები პროტესტს აგრძელებენ. როგორც bm.ge-ის გიორგი დიასამიძემ განუცხადა, პროტესტი იქამდე არ შეწყდება, ვიდრე სხვა მოთხოვნებიც არ დაკმაყოფილდება. გარდა ამისა, დიასამიძის ინფორმაციით, სამსახურიდან მხოლოდ მენეჯერების ნაწილი გაათავისუფლეს.

გიორგი დიასამიძის თქმით, ადგილზე კარვებში მუდმივად იმყოფება 30-40 ადამიანი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, პროტესტს ბევრი მომხრე ჰყავს. ამასთან, აღსანიშნია, რომ როგორც ის განმარტავს, კომპანიის ხელმძღვანელობიდან პროტესტის მონაწილეებს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.

"ლაბორმა და EVO-Union ევო-კავშირი-მა მცირედი, მაგრამ პირველი გამარჯვება უკვე მოიპოვეს. „ევოლუშენ ჯორჯია“ განცხადებას ავრცელებს, მენეჯერებს შორის არსებული მიმოწერის ამსახველ ფოტოებთან დაკავშირებით. აღნიშნული მასალა რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა და იქ ჩანს, რომ კომპანიის მენეჯერები მათზე დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენიებენ და დასცინიან.

სქრინებში მოქმედი მენეჯერები გათავისუფლებულები არიან კომპანიიდან, თუმცა როგორც ჩვენთვის ცნობილია არასრული შემადგენლობით.

შესასრულებელი დარჩა 40-ზე ცოტა მეტი მოთხოვნა და გაფიცულები უკლებლივ ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე დადებით პასუხს მიიღებენ და სავარაუდოდ კომპანია აცნობიერებს, მაგრამ არ აღიარებს, რომ რაც დრო გავა უფრო მეტად მტკივნეული იქნება Evolution Georgia და Evolution Global-ისთვის მოთხოვნების დაკმაყოფილება, თუმცა მოუწევთ", - ნათქვამია "ლაბორის" განცხადებაში.

შიდა მოკვლევა დასრულდა - "ევოლუშენ ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები