მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ერთი წლის თავზე პირველი პატარძალი მივიღეთ - სალონი "არტ სტუდიო"

605b34811180c
ლიკა გურაბანიძე
25.03.21 00:10
595

ერთი წლის თავზე თბილისში მდებარე სილამაზის სალონში „არტ სტუდიო“ პირველი პატარძალი მიიღეს. ამის შესახებ BM.GE-ს სალონის დირექტორმა გოგა ჯიქიამ განუცხადა. მან ასევე ისაუბრა იმ სირთულეებზე, რისი გადალახვაც 2020 წლის მაისიდან დღემდე ბიზნესს მოუწია.

„სტატისტიკური მონაცემები უკეთესობისკენ არ შეცვლილა - პირიქით გაუარესდა - ასე შევაჯამებთ ერთ წინადადებაში დღევანდელ მდგომარეობას. მომხმარებლებს არასდროს ვუჩიოდით, თუმცა დღეს სწორედ მობილობის კუთხით 50%-იანი კლება გვაქვს. ლოქდაუნებმა მომხმარებლის ქცევა შეცვალა და ის სალონს ხშირად აღარ მიმართავს, ასევე ამას მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დღესასწაულების აკრძალვაც ემატება", - განაცხადა ჯიქიამ.

“არტ სტუდიოში” განმარტავენ, რომ მომსახურებაზე ფასის ზრდა შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე არ იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები