მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ერთიან ენერგოსისტემას ხუთი მზის სადგური დაემატება - როგორ მიმდინარეობს საქართველოში მზის ენერგიის ათვისება?

საქართველოში მზის ენერგიის ათვისება აქტიურდება. „სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ერთიან ენერგეტიკულ ქსელს 10 მეგავატის სიმძლავრის მზის ხუთ ელექტროსადგურს მიუერთებს. ელექტროგადამცემ ქსელში მზის ენერგიის ინტეგრაცია საქართველოში პირველად განხორციელდება. ამასთან, ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, დაახლოებით 88.5 მლნ დოლარის საინვესტიციო ღირებულების 150 მეგავატზე პროექტებზე დასრულებულია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და განიხილება შესაბამისი პროექტების სამშენებლო ეტაპზე გადაყვანა. თავად მზის ელექტროსადგურების ინვესტორები აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით დაინტერესების ზრდის განმაპირობებელი ფაქტორი მათ შორის დარგისთვის არსებული cfd მექანიზმი და ტექნოლოგიების გაიაფებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები