გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდების განრიგი გამოაქვეყნა.
ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდება.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველები გამოცდის ჩაბარებას 6 ივლისს შეძლებენ. 6 ივლისიდანვე ჩაერთვებიან საგამოცდო პროცესში მასწავლებლები - მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდებზე დარეგისტრირებულთათვის გამოცდები 25 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
მაგისტრობის კანდიდატებისთვის გამოცდა 26-27 ივლისსაა დანიშნული.
გამოცდების განრიგი ვრცლად ნახეთ აქ