მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

BM.GE
03.07.23 12:05
220
დღეიდან დაიწყო და 26 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება ქვეყანაში ერთიანი ეროვნული გამოცდები. საგამოცდო პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა. ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნა ამბროლაურშიც. 

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე მასწავლებლის საგნის გამოცდისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის სულ 75 000-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა, მათ შორის 45 000-ზე მეტი აბიტურიენტია. 

სტუმარი: შალვა ტაბატაძე - სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელი, განათლების მკვლევარი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები