ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების სააპელაციო განაცხადების რაოდენობა შეადგენდა ნაშრომების (150 ათასზე მეტი) 1,34%-ს.
სააპელაციო კომისიის მიერ ნაშრომების ხელახლა გასწორების შედეგად შეფასება შეეცვალა 389-ს (მთლიანი ნაშრომების 0.26%-ს) - 361-ს მოემატა, ხოლო 28-ს დააკლდა შეფასება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, სააპელაციო პროცესის დასრულების შემდეგ იწყება ბაზების მომზადება ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილებისათვის, პარალელურად მიმდინარეობს გათანაბრებისა და სკალირების პროცესი.
ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია ამ პროცედურების დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ 25 აგვისტოსთვის გამოქვეყნდება.

























