მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ერთიანი საქართველო ევროპისთვის" - ახალი პროექტის პრეზენტაცია და მოლოდინები

დღეს საღამოს ხუთ საათზე კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში (KAS) და მისი პარტნიორი ორგანიზაციები ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF) და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი (IJH) ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ახალი პროექტის „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“ პრეზენტაციას გამართავენ.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ხელშეწყობას საზოგადოების ფართო ჩართულობითა და თანამშრომლობით; ქვეყანაში დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდების, მედიის, ბიზნესის, ახალგაზრდა ადვოკატების, და აქტივისტების სამართლებრივ მხარდაჭერასა და გაძლიერებას; სამეცნიერო კვლევებისა და საზოგადოებრივი დიალოგის ინიცირებას; საქართველოს საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირების ზრდას.

პროექტი შემდეგი 33 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ერთიანი საქართველო ევროპისთვის საერთო ბიუჯეტის 3 მილიონ 99 ათას 837 ევრო.

სტუმარი: ირინა გურული - პროექტის "ერთიანი საქართველო ევროპისთვის" მენეჯერი;

#საქმიანიდილა-ს ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები